საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლუნდის უნივერსიტეტში გამართული ლექცია

2019  წლის 3 მაისს, დანიის სამეფოში საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ლექცია წაიკითხა ლუნდის უნივერსიტეტში.

 

ლექციის ფარგლებში გიგი გიგიაძემ ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის შექმნის წინაპირობებზე, განვითარების ისტორიასა და მომავლის პერსპექტივებზე.

ლუნდის უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა საქართველოს ელჩის შეფასებები მოისმინეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში მიღწეულ წარმატებებსა და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე.

 

ლექციის შემდეგ გამარულ დისკუსიაზე სტუდენტებმა ინტერესი გამოხატეს შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით.

ლექციის ორგანიზებისთვის საქართველოს საელჩო განსაკუთრებულ მადლობას უხდის ლუნდის უნივერსიტეტის ქართველ მკვლევარს, ქეთი ბოლქვაძეს.