საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან

2019 წლის 8 აპრილს დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს დანიელ ბიზნესმენთა დელეგაცია ესტუმრა. დანიური კომპანიების 40-მდე წარმომადგენელი საქართველოში არსებული ბიზნეს გარემოს შესახებ ინფორმაციის მიღებით იყო დაინტერესებული.

სტუმრებს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ესაუბრა საქართველოს ელჩი. საკუთარ მოხსენებაში გიგი გიგიაძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე, საქართველოს ტურისტულ პოტენციალსა და სატრანზიტო შესაძლებლობებზე.

შეხვედრის განმავლობაში დანიური კომპანიების წარმომადგენლებმა მოხსენებები გააკეთეს საკუთარ ინტერესებსა და მოქმედების სტრატეგიაზე.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დაეთმო დისკუსიებსა და მომავალი შესაძლებლობების განხილვას.