საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების 30 წლის თავის აღსანიშნავი ფოტო-გამოფენა

დანიის სამეფოში საქართველოს საელჩომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების 30 წლის თავის აღსანიშნავად ფოტო-გამოფენას უმასპინძლა. ღონისძიება სიტყვით გახსნა საქართველოს ელჩმა, რომელმაც ხაზი გაუსვა 1989 წლის 9 აპრილის მნიშვნელობას საქართველოს უახლეს ისტორიაში. მან ისაუბრა უიარაღო ახალგაზრდების მიმართ განხორციელებულ სისასტიკეზე, რომელსაც რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოში.

გამოფენის ფარგლებში ასევე ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ვიდეო მასალა, რამაც დამსწრე, დიპლომატიური წრეებისა და დანიური საზოგადოების წარმომადგენლებს ტრაგიკული მოვლენების რეალურად აღქმის საშუალება მისცა, ხოლო ქართულ დიასპორას კიდევ ერთხელ შეახსენა უახლესი წარსულის მტკივნეული მოვლენები.