საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლექცია ორჰუსის უნივერსიტეტში

2018 წლის 21 ნოემბერს საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ ლექცია წაიკითხა ორჰუსის უნივერსიტეტში. ლექცია სახელწოდებით „საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავი და უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევები აღმოსავლეთ ევროპაში“, დაეთმო საქართველოს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების განხილვას ისტორიულ კონტექსტში. ლექციას ესწრებოდნენ ორჰუსის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებებისა და საერთშორისო სწავლებების მკვლევარები და სტუდენტები.