საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ფილმის "ნამე"-ს ჩვენება

2018 წლის 19 ნოემბერს, კოპენჰაგენში, კინოფესტივალ "East by Southeast"-ის ფარგლებში, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოსა და Danish Film Institute -ის ერთობლივი ძალისხმევით, გაიმართა ქართული ფილმის "ნამე"-ს ჩვენება. ფილმის დაწყებამდე, შეკრებილ მაყურებელს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, რომელმაც ისაუბრა ქართულ კულტურაში კინემატოგრაფიის როლზე. ასევე, გიგი გიგიაძემ ხაზი გაუსვა "ნამე"-ს შინაარსობრივ სიღმესა და სანახაობრივ სილამაზეს. ფილმის დასრულების შემდეგ, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა მიღება. ქართულმა ფილმმა შეკრებილი მაყურებლისა და დანიელი კინომცოდნეების დიდი მოწონება დაიმსახურა.