საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დანიაში მოღვაწე ქართველი მხატვრის ნანა ყუფარაძის გამოფენა

 

ნანას შემოქმედება გამოირჩევა ორიგინალურობით, მდიდარი ფერებით, მოტივებითა და სიმბოლიკით, რომლებიც მისი ქართული და ქრისტიანული ფესვებიდან მოდის.

სურათებში რეალური სამყარო თითქოს იშლება და ფიგურები თავისუფლად მოძრაობენ ნახატის ზედაპირზე, როგორც მაგალითად შაგალის ნამუშევრებში. რეალურ სამყაროსა და ფანტაზიას, ზღაპარსა და სინამდვილეს შორის ზღვარი იშლება და ერთმანეთს ერწყმის.

ნანას ნამუშევრები შთაგონებულია მხატვრული ნაწარმოებებით, მუსიკით, ისტორიით, მისი ახლობელი ადამიანებით და ხშირად მის ნახატებში ნანას საყვარელი წიგნების გმირები სახლობენ. მხატვრულ შემოქმედებასთან ერთად წარმოგიდგენილ იქნა რამოდენიმე ხატი. ნანა ხატმწერიცაა და ხატებს უძველესი ქრისტიანული ტრადიციით წერს.