საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანის საჯარო ლექცია დანიის სამხედრო სწავლების ცენტრში

ნორდიკული ტურნეს ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დანიის სამხედრო სწავლების ცენტრში საქართველოსთან და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საჯარო ლექცია გამართა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დანიის ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებთან და სამხედრო სწავლების ცენტრის მსმენელბთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუცია. მინისტრის განცხადებით, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები არ იყო მხოლოდ ტექნიკური დოკუმენტი, ეს გახლდათ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მეზობლებისთვის. მინისტრმა ასევე განმარტა, რომ ევროპასთან დაახლოების პროცესი ქვეყანას ეხმარება სტაბილურობის გამყარებაში, სახელმწიფოებრივი ინსტიტუციების გაძლიერებაში, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში, სადაც ადამიანის უფლებებია დაცული....