საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა დანიის სამეფო პარლამენტში

„მოხარული ვარ, რომ მოგვეცა საშუალება კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა მტკიცე კავშირები და  მხარდაჭერა, რაც დანიასა და საქართველოს შორის არსებობს. ჩვენ საქმისკურსში ვართ თუ რა ზეწოლას განიცდის საქართველო განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციისგან, ამის გათვალისიწინებით მნიშვნელოვანია ის დახმარება, რასაც ჩვენ საქართველოს ვუწევთ აღნიშნული სიძნელეების დაძლევაში. სწორედ ამიტომ საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, ვისაც დანია ეხმარება სამეზობლო პროგრამის ფარგლებში. მოხარული ვარ საქართველოს ვუწოდო დანიის მეგობარი“- განაცხადა დანიის მმართველი ლიბერალური პარტიის საგარეო-პოლიტიკურმა სპიკერმა მიხაელ იანსენმა დავით ზალკალიანთან შეხვედრის შეჯამებისას.
 
შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვრცლად მიმოიხილა საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და მადლობა გადაუხადა დანიის მხარეს საერთაშორისო და ორმხრივ ფორმატებში გამოხატული მახრდაჭერისათვის. მან ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამაინის უფლებათა დაცვის მხრივ არსებულ ურთულეს ვითარებაზე და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული პრობლემის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას და ამ კუთხით ისაუბრა საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაზე, რომელიც ითვალისწინებს დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ სანქციების გატარებას, რაც ასევე აისახა რუსეთ-საქრათველოს ომის 10 წელთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ასევე აშშ-ს კონგრესში ინიცირებულ საქართველოს მხარდამჭერ აქტში, ირლანდიის სენატის რეზოლუციაში და ლიტვის მთავრობის გადაწყვეტილებაში - საქნციები გაატაროს ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში მოცემული პირების მიმართ.
 
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, დემოკრატიული განვითარების პროცესს, რის შედეგადაც საქართველო აღაირებულია „აღმოსავლეთ პარტნიორებს“ შორის ლიდერ სახელმწიფოდ. შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესს, რისი დასტურიც არის ევროპარლამენტის მიერ 2018 წლის 14 ნოემბერს  მიღებული რეზოლუცია.
დანიის პარლამენტის წვერებმა მხარდაჭერა აღუთქვეს საქართველოს სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში. ასევე აღინიშნა ქვეყნებს შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა.