საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფოტო გამოფენა სახელწოდებით "საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობა"

2018 წლის 9 ნოემბერს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სამხრეთ კამპუსის ბიბლიოთეკაში გაიხსნა ფოტო გამოფენა სახელწოდებით "საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობა". გამოფენა გაიმართა დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დახმარებით. უცხოელ დამთვალიერებელს პირველად მიეცა შესაძლებლობა, ერთი გამოფენის ფარგლებში ეხილა ფოტოები ქართული, ქრისტიანული კულტურის უნიკალური არქიტექტურული ძეგელბისა და განუმეორებელი, ხელნაკეთი ნიმუშების შესახებ. გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ დანიაში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. გამოფენა გახსნა საქართველოს ელჩმა დანიის სამეფოში და სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. გიგი გიგიაძემ ისაუბრა ქართულ კულტურაში ქრისტიანობის განსაკუთრებულ როლსა და აღნიშნული გამოფენის მნიშვნელობაზე.