საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების შესახებ

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილსაკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

კანდიდატს უნდა ჰქონდეს დანიაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი საბუთი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

საბუთები მიიღება 2018 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით,  ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: copenhagen.emb@mfa.gov.ge



კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. განაცხადების გადარჩევა;

2. გასაუბრება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
• ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
• კარგად ფლობდეს ინგლისურ და დანიურ (სასურველია) ენებს;
• იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან გააჩნდეს უმაღლესი/პროფესიული განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
• კანდიდატს უნდა ჰქონდეს დანიაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი საბუთი, რომლის მოქმედებისვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს.

კონკურსის თემატიკა:
• საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“;
• საქართველო-დანიის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: copenhagen.emb@mfa.gov.ge უნდა წარადგინოს:

1. განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);
2. ავტობიოგრაფია;
3. დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთუმაღლესსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
4. პასპორტის ასლი
5. ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედებისვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
6. ერთი ფოტოსურათი (3X4);
7. ნასამართლობის შესახებ ცნობა.

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება კოპენჰაგენში საქართველოს საელჩოში, შემდეგ მისამართზე: Kalvebod Brygge 45, 1560 Copenhagen

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლისდამადასტურებელი სერთიფიკატი.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.