საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

K.U.K.S.-ის საერთაშორისო გამოფენა

2018 წლის 24 ოქტომბერიდან - 30 ოქტომბრის ჩათვლით, კოპენჰაგენის მერიაში  K.U.K.S. -ის საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. გამოფენა მიეძღვნა სხვა და სხვა ქვეყნების ეროვნული პარკების წარმოჩენასა და პოპულარიზებას. გამოფენაში მონაწილეობას იღებდა 27 ქვეყანა, მათ შორის საქართველო. საქართველოს საელჩომ დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოს ბიო მრავალფეროვნება და წარუდგინა ქვეყნის ნაციონალური პარკები. გამოფენის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ქ. კოპენჰაგენში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ხოლო გამოფენა გახსნა K.U.K.S. -ის პრეზიდენტმა, კაი ლარსენმა, მან ვრცლად ისაუბრა ეროვნული პარკების უდიდეს მნიშვნელობაზე.