საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქალაქ საქსკობინგის ეკლესიაში, საკვირაო ლოცვის დროს შესრულებული ქართული საგალობლები

2018 წლის 30 სექტემბერს დანიის ქალაქ საქსკობინგის ეკლესიაში, საკვირაო ლოცვის დროს შესრულდა ქართული საგალობლები „წმინდაო ღმერთო“, „ჩელა“ და „რაჭული ნანა“. ქართული მრავალხმიანობის ეს გამორჩეული ნაწარმოებები შერჩეულ იქნა ეკლესიის ვოკალური გუნდის ხელმძღვანელის, ფლემინგ ქრისტიან ჰანსენის მიერ, რომელიც კარგად იცნობს საქართველოსა და ქართულ ფოლკლორს. ქართული საგალობლების ტექსტის დანიურ ენაზე ადაპტირების პროცესში გუნდს დახმარება აღმოუჩინა დანიაში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსმა, ირინა გერკეულმა. 
საკვირაო ლოცვის დასრულების შემდეგ გამართულ მიღებაზე საქართველოს საელჩო მოწვეულ სტუმრებს გაუმასპინძლდა ქართული ღვინით.