საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გია ყანჩელისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება

2018 წლის 10 აგვისტოს დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის 83 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას უმასპინძლამიღებაზე დანიელი მუსკოსების მიერ შესრულდა მაესტროს ნაწარმოებებიგია ყანჩელს მაყურებელი ხანგრძლივი აპლოდისმენტებით აჯილდოვებდამიღებას დანიის სამეფოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები და ქართული დიასპორის  წარმომადგნელები ესწრებოდნენ.

გიგი გიგიაძე,  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში: „ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს საელჩოს შესაძლებლობა აქვს უმასპინძლოს გამოჩენილ და ყველასათვის საყვარელ ქართველ კომპოზიტორს, ბატონ გია ყანჩელს. ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია, სწორედ საქართველოს საელჩოში მივულოცოთ ბატონ გიას დაბადების დღე და საშუალება მივცეთ დანიურ საზოგადოებას, ჩვენთან ერთად მოუსმინოს მის განუმეორებელ მუსიკას.