საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ისლანდიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიასა და ისლანდიაში, გიგი გიგიაძე ისლანდიის პრეზიდენტს, გუდნი იოჰანესონს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში  ელჩმა და პრეზიდენტმა ისაუბრეს საქართველო-ისლანდიის თანამშრომლობის საკითხებზე. მათ შორის   განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართველი ლინგვისტისა და  მთარგმნელის, გრიგოლ მაჭავარიანის მოღვაწეობას, რომელსაც განსაკუთრებული  წვლილი მიუძღვის ქართულ - ისლანდიური ურთიერთობების გაღრმავების პროცესში.  იგი ორიგინალი ენებიდან ქართულ-ისლანდიური ლიტერატურის ერთადერთი, ქართველი მთარგმნელია, რომელსაც ისლანდიის პრეზიდენტი პირადად იცნობდა.  გრიგოლ მაჭავარიანი ცხოვრების ბოლო წლებში ისლანდიაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

ცნობილ ქართველ ლინგვისტს ღირსების ორდენი გადაეცემა. ისლანდიის პრეზიდენტმა, გუდნი იოაჰნსინმა სურვილი გამოთქვა, რომ დაჯილდოების ცერემონია გაიმართოს ისლანდიის პრეზიდენტის რეზიდენციაში. ღირსების ორდენი გადაეცემა გრიგოლ მაჭავარიანის მეუღლეს, ირმა მაჭავარიანს.