საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების შესახებ

დანიასა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო 2018 წლის 1 მაისიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს. კონკურსის შედეგად, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 1 (ერთ) საუკეთესო აპლიკანტს. სტაჟირება დაიწყება 2018 წლის 3 სექტემბრიდან და გაგრძელდება 3 დეკემბრის ჩათვლით.


სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საბუთები მიიღება /წლის 1 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზეcopenhagen.emb@mfa.gov.ge  


კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. 
განაცხადების გადარჩევა;
2. 
გასაუბრება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• 
კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
• 
ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
• 
კარგად ფლობდეს ინგლისურ და დანიურ (სასურველია) ენებს;
• 
იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან გააჩნდეს უმაღლესი/პროფესიული განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
• 
კანდიდატს უნდა ჰქონდეს დანიაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი საბუთი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს.

კონკურსის თემატიკა:
• 
საქართველოს კანონიდიპლომატიური სამსახურის შესახებ“;
• 
საქართველო-დანიის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: copenhagen.emb@mfa.gov.ge უნდა წარადგინოს:

1. 
განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);
2. 
ავტობიოგრაფია;
3. 
დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლესსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
4. 
პასპორტის ასლი
5. 
ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
6. 
ერთი ფოტოსურათი (3X4);
7. 
ნასამართლობის შესახებ ცნობა.

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება კოპენჰაგენში საქართველოს საელჩოში, შემდეგ მისამართზე: Kalvebod Brygge 45, 1560 Copenhagen

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი გამოცხადდება წელიწადში ორჯერ, მაისის და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.


განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ

სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი