საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გამოფენა "ქართული ანბანი და ქართული აფიშები"

2018 წლის 26 აპრილიდან 21 მაისის ჩათვლით, ქ. ორჰუსში დანიის პლაკატების მუზეუმში გაიმართება საქართველოს საელჩოსა და მუზეუმის ერთობლივი გამოფენა "ქართული ანბანი და ქართული აფიშები".

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს. 

გამოფენის ნაწილი დაეთმობა ქართული დამწერლობის სამ სახეობას და მის ისტორიას, ხოლო მეორე ნაწილში წარმოდგენილი იქნება ქართული კინოსა და თეატრის აფიშები, რომელიც ორჰუსში მდებარე მუზეუმს საჩუქრად გადასცა საქართველოს თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმმა.