საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

31-ოქტომბერი-2019

31-ოქტომბერი-2019

უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის მიერ „ვეფხისტყაოსნისთვის“ შექმნილი მინიატურების გამოფენა

2019 წლის 31 ოქტომბერს, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩომ, დანიის სამეფოში უნგრეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, უმასპინძლა „ვეფხისტყაოსნის“ გამორჩეული ილუსტრატორის, ცნობილი უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის გამოფენას. წარმოდგენილი იქნა ზიჩის 25 ნამუშევრის მაღალი რეზოლუციის ასლი.

25-ოქტომბერი-2019

25-ოქტომბერი-2019

დანიის პარლამენტში გამართული შეხვედრა

2019 წლის 25 ოქტომბერს, ფოლკეტინგში შეხვედრა გაიმართა დანიის სამეფოში საქართველოს ელჩს, გიგი გიგიაძესა და დანიის მმართველი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის სპიკერს, საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ფოლკეტინგის წევრ, ანეტ ლინდს შორის.

24-ოქტომბერი-2019

24-ოქტომბერი-2019

კოპენჰაგენის უნივერსიტეტში გამართული ლექცია

2019 წლის 24 ოქტომბერს, სტრატეგიული სწავლებების ქსელის Network for Strategic Studies ორგანიზებით, კოპენჰაგენის უნივერსიტეტში გაიმართა დანიის სამეფოში საქართველოს ელჩის, გიგი გიგიაძის ლექცია, შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთოების გარემოს შესახებ.

23-ოქტომბერი-2019

23-ოქტომბერი-2019

შეხვედრა კომპანია „Danfoss“-ის სათაო ოფისში

2019 წლის 23 ოქტომბერს, დანიის სამეფოში საქართველოს ელჩი, გიგი გიგიაძე და საელჩოს მრჩეველი, ქეთევან მარკოზია ეწვივნენ საინჟინრო, ელექტრო-ტექნოლოგიების მწარმოებელი უდიდესი დანიური კომპანია „Danfoss“-ის სათაო ოფისს ქალაქ ნორდბორგში.

< 1 2 3 4 5  ... >