საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონის რეგიონული დირექტორის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატის წარდგენა

2019 წლის 5 სექტემბერს, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოში გაიმართა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური დირექტორის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატის, ნატა მენაბდის შეხვედრა დანიის სამეფოში აკრედიტებული ევროპის ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან. 

დიპლომატებთან გამართულ შეხვედრაზე,  დანიის სამეფოში საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ დანიაში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონის რეგიონული დირექტორის თანამდებობაზე, დოქტორ ნატა მენაბდის კანდიდატურა წარუდგინა და ისაუბრა ჯანდაცვის სფეროში საქართველოს კანდიდატის მრავალწლიანი გამოცდილებისა და მიღწევების შესახებ.

შეხვედრაზე დიპლომატებს დოქტორმა მენაბდემ მიაწოდა ინფორმაცია წლების მანძილზე, მის მიერ გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით და გააცნო ის მიზნები და ამოცანები, რომელთა განხორციელებას გეგმავს ზემოხსენებულ პოზიციაზე არჩევის შემთხვევაში.