საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლექცია კოპენჰაგენის უნივერსიტეტში

2018 წლის 22 ნოემბერს დანიის სამეფოში საქართველოს ელჩმა კოპენჰაგენის უნივერსიტეტში საკუთარი გამოსვლით გახსნა ორდღიანი კონფერენცია. აკადემიური კონფერენცია ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს კოპენჰაგენის, ორჰუსის, მალმოსა და ლუნდის უნივერსიტეტების აღმოსავლეთ ევროპის, პოსტ-საბჭოთა სივრცისა და რუსეთის კვლევით დაინტერესებული სტუდენტების თავმოყრას და მოსაზრებების გაცვლას. გიგი გიგიაძემ საკუთარ მოხსენებაში "საქართველო-რუსეთის ურთიერთობები", აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე და საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.