საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ბიოგრაფია

სახელი, გვარი: გიგი გიგიაძე

დაბადების თარიღი: 1978 წლის 11 აპრილი

დაბადების ადგილი: ქ.თბილისი, საქართველო

2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით ჯერ ბაკალავრიატი (1999 წელს) შემდეგ კი მაგისტრატურა (2001 წელს).

2000 წლიდან მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში:

2000 წლის ივნისიდან სექტემბრამდე - საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში ატაშესთანამდებობაზე;

2000-2001 წლებში - პირველი ევროპული დეპარტამენტის III მდივნის თანამდებობაზე;

2001-2003 წლებში - პირველი ევროპული დეპარტამენტის მრჩევლის თანამდებობაზე;

2003-2006 წლებში - საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში მრჩევლის თანამდებობაზე;

2006-2007 წლებში - საბერძნეთისა და ხორვატიის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოში მრჩევლისთანამდებობაზე;

2007-2008 წლებში - ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის მრჩევლის თანამდებობაზე;

2008-2009 წლებში - ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის I ევროპული სამმართველოს უფროსისთანამდებობაზე;

2009-2010 წლებში - ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე;

2010-2012 წლებში - ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე;

2012-2014 წლებში - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში საგანგებო დასრულუფლებიანი დესპანის თანამდებობაზე;

2013-2014 წლებში - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში საქმეთადროებითი რწმუნებულის თანამდებობაზე;

2014-2016 წლებში - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) მთავარი მომლაპარაკებელი;

2016 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში;

ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

2017 წლის 17 ივლისს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უმაღლესი დიპლომატიური რანგი.