საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა დანიელ გარემოს დამცველ, კრისტიან რორდამთან

დანიის სამეფოში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, კახაბერ შიშნიაშვილმა საელჩოში უმასპინძლა დანიელ გარემოს დამცველ, კრისტიან რორდამს (Christian Rørdam), რომელიც ხელს უწყობს დანიაში ქართული ეკო-ტურიზმის შესაძლებლობების პოპულარიზებას. რორდამი აქტიურად თანამშრომლობს დანიურ ტურისტულ სააგენტოებთან, რომელთა დახმარებითაც საქართველოში დანიელი ეკო-ტურისტების ჯგუფების ჩამოყვანას ხელმძღვანელობს და მეგზურობას უწევს მათ.
შეხვედრის დროს განხილულ იქნა ეკო-ტურიზმის კუთხით საქართველოს უნიკალური შესაძლებლობები და ტურიზმის ამ მიმართულებით დაინტერესებულ დანიის მოსახლეობაში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების აუცილებლობის საკითხი. საუბარი შეეხო, პანდემიის შედეგად ტურიზმის სფეროსთვის მიყენებულ დიდ ზიანს და პანდემიის შემდგომ პერიოდში ახალი მიმართულებების გაძლიერების აუცილებლობას. დაიგეგმა ერთობლივი პროექტებიც.