საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა კულინარიული წიგნების დანიელ ავტორსა და ჟურნალისტ, კატრინე კლინკესთან

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, დანიის სამეფოში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, კახაბერ შიშნიაშვილმა საელჩოში უმასპინძლა კულინარიული წიგნების დანიელ ავტორსა და ჟურნალისტ, კატრინე კლინკეს (Katrine Klinke). ის სხვა უცხოელ კოლეგებთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა ქართული სამზარეულოსა და ღვინის ტურზე, რომლის შემდეგაც არაერთი ფოტო და საინფორმაციო მასალა მიუძღვნა საქართველოს.
საქართველოს საელჩოში გამართული შეხვედრა მიზნად ისახავდა დანიაში ქართული ღვინისა და სამზარეულოს შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და მათ პოპულარიზაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას.