საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დანიის სამეფოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!!!

2020 წლის 13 მარტს, დანიის მთავრობამ, მიიღო გადაწყვეტილება კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული მწვავე რესპირატორული დაავადების გარცელების თავიდან აცილების მიზნით, დაწესდეს შეზღუდვები დანიის სამეფოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე.

 

2020 წლის 14 მარტის 12:00 საათიდან (დანიის დროით) 13 აპრილამდე, დასაბუთებული მიზეზის გარეშე იკრძალება უცხოელების შემოსვლა დანიის სამეფოს ტერიტორიაზე.

აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება:

  • დანიის სამეფოს მოქალქეებზე;
  • დანიის სამეფოში დროებითი ან მუდმივი ბინადრობის მოწმობის მფლობელ პირებზე.