საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი გიგი გიგიაძე და დანიის ქ. ჰორსენში საქართველოს საპატიო კონსული, მარიანე ბოლსი ორჰუსში დანიის პლაკატების მუზეუმს ეწვივნენ

საქართველოს ელჩი გიგი გიგიაძე და დანიის ქ. ჰორსენში საქართველოს საპატიო კონსული, ქალაქ ორჰუსში დანიის პლაკატების მუზეუმს ეწვივნენ (Den Gamle By - Dansk Plakatmuseum Dansk Plakatmuseum). ძველი ქალაქის მუზეუმში სტუმრებს დანიის პლაკატების მუზეუმის დირექტორმა, ელზებეთ ოსტედ შანცმა და მუზეუმის წარმომადგენელმა, „ქართული ანბანისა და ქართული აფიშების“ Plakater Fra Georgien & Det Georgiske Alfabet გამოფენის თანა-ორგანიზატორმა, ლინე ფოგ სორსენმა უმასპინძლეს. 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ „ქართული ანბანისა და ქართული აფიშების“ გამოფენაზე წარმოდგენილია 29 პლაკატი, რომელთა ნაწილიც უშუალოდ ქართულ ანბანს ეთმობა, ხოლო მეორე ნაწილში წარმოდგენილია მე-20 და 21-ე საუკუნეში საქართველოში შექმნილი კინოსა და თეატრის აფიშები. 

ქართული თემატიკის გამოფენა მუზეუმში 21 მაისამდე გაგრძელდება.

საელჩო მადლობას უხდის ART PALACE ხელოვნების სასახლეს უნიკალური ქართული აფიშების დანიური მხარისათვის გადაცემისათვის, ასევე საელჩო განსაკუთრებით მადლიერია Dansk Plakatmuseum-თან ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, რის შედეგადაც, ორჰუსის ერთერთი მთავარი ღირშესანიშნაობის Den Gamle By-ს სტუმრებს ქართული ანბანისა და აფიშების უნიკალური კოლექციის დათვალიერების შესაძლებლობა მიეცათ.